Baby Bag

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან. ვითვალისწინებთ მშობლების აღელვებს, როგორ შეძლებენ ისინი მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლებში გამოცხადებული არდადეგები ეხებათ თუ არა მასწავლებლებს - განათლების სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში გამოცხადებული არდადეგები ეხებათ თუ არა მასწავლებლებს - განათლების სამინისტროს განმარტება
მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლებში კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების გამო ​საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა​Momsedu.ge-ს არაერთი მასწავლებელი დაუკავშირდა კითხვით - არდადეგები მათაც ეხებათ თუ მხოლოდ მოსწავლეებს?

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა:
„როგორც მოგეხსენებათ, 29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. სკოლებში არდადეგები ყველასთვის გამოცხადდა. თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებში აუცილებელია იმყოფებოდენენ ის პირები, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევენ სადეზინფექციო პროცესს.
გამომდინარე იქიდან, რომ დაწყებულია ​პირველკლასელთა რეგისტრაცია, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელია სკოლებში იმყოფებოდნენ მოსწავლეთა მშობლებთან საკონტაქტო პირები,“ - უთხრეს ​Momsedu.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურში.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად