Baby Bag

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

შეწყვეტენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან. ვითვალისწინებთ მშობლების აღელვებს, როგორ შეძლებენ ისინი მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა განსხვავებაა ბუნებრივ და ვაქცინით გამომუშავებულ იმუნიტეტს შორის? - პროფესორი დავით თელია

რა განსხვავებაა ბუნებრივ და ვაქცინით გამომუშავებულ იმუნიტეტს შორის? - პროფესორი დავით თელია
რა განსხვავებაა ბუნებრივ და ვაქცინით გამომუშავებულ იმუნიტეტს შორის? - ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ის პროფესორმა დავით თელიამ ისაუბრა:

„რასაკვირველია, ბუნებრივი იმუნური პასუხი გაცილებით დახვეწილი და მრავალხრივია. ჩვენ ვაქცინების შემოღებით „ვატყუებთ“ იმუნურ სისტემას. სხვადასხვა ვაქცინა შეიძლება იდენტიფიცირებულ იყოს სხვადასხვა დონის „ტყუილთან“. ყველაზე გრანდიოზული „ტყუილი“ არის ფაიზერის და რატომ - ხუმრობით ვამბობ ამას და დადებითი კონტექსტით. 

ვაქცინებით „ატყუებ“ იმუნურ სისტემას, უქმნი ილუზიას, რომ ინვაზია მოხდა და იმუნური სისტემა რეაგირებს. რასკვირველია, ასეთი რეაგირება ბუნებრივ რეაგირებასთან შედარებით განსხვავებულია. 

ჩემი აზრით და ამაზე უკვე შეჯერებულები არიან, ვაქცინა დღესდღეობით გახლავთ ერთადერთი გამოსავალი“ - აღნიშნა დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წყარო: „პირადი ექიმი -​ მარი მალაზონია“

​ნახეთ ვიდეო 
☝️

წაიკითხეთ სრულად