Baby Bag

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს იგეგმება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა, სადაც კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, მოთხოვნის სახე ხომ არ ექნება კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერებას, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება“.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში''

,,ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში''

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინების შესახებ წერს. როგორც ექიმი აღნიშნავს, საქართველოში არის ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური:

,,ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.

მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფთხოება ეხლა პრიორიტეტია ანუ ჩვენ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ.

1 ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია!!!

ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კოპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში.

აიცერი და ამით დაიცავი შენი და სხივისი სიცოცხლე!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმეგოვი.

წაიკითხეთ სრულად