Baby Bag

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს იგეგმება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა, სადაც კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, მოთხოვნის სახე ხომ არ ექნება კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერებას, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება“.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უნდა დაველოდოთ და მერე ვიმოქმედოთ'' - გიორგი ღოღობერიძე ასტრაზენეკას ვაქცინაზე

,,უნდა დაველოდოთ და მერე ვიმოქმედოთ'' - გიორგი ღოღობერიძე ასტრაზენეკას ვაქცინაზე

,,უნდა დაველოდოთ და მერე ვიმოქმედოთ'' - ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ასტრაზენეკას ვაქცინაზე საუბრობს.

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი - Ghoghoberidze, M.D.

წაიკითხეთ სრულად