Baby Bag

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს იგეგმება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა, სადაც კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, მოთხოვნის სახე ხომ არ ექნება კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერებას, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება“.

შეიძლება დაინტერესდეთ

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა - კორონავირუსის ახალი ნერვოლოგიური სიმტომები

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა - კორონავირუსის ახალი ნერვოლოგიური სიმტომები

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა - კორონავირუსის ახალი ნერვოლოგიური სიმტომები - აღნიშნულ თემაზე ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს. 

ასევე მოისმინეთ ნევროლოგის შფოთვით აშლილობასა და  მკურნალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. 

წაიკითხეთ სრულად