Baby Bag

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

​არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება - ჯანდაცვის მინისტრი

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს იგეგმება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მორიგი სხდომა, სადაც კერძო ბაღების საკითხსაც განიხილავენ.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერიც, განათლების მინისტრიც, მივიღებთ დამატებით ზომებს და იქიდან გავაკეთებთ უკვე კომენტარს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, მოთხოვნის სახე ხომ არ ექნება კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერებას, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნები გამკაცრდება“.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი 13 საბავშვო ბაღში დროებით შეწყდა

კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი 13 საბავშვო ბაღში დროებით შეწყდა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

ბაღების დახურვის მიზეზი თანამშრომელთა ნაწილის COVID-19-ით დაინფიცირება გახდა, პერსონალის ნაწილს კი კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. ამჟამად თანამშრომლები თვითიზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდა. 

წაიკითხეთ სრულად