„ბაგა-ბაღებში ბოლო სააღმზრდელო დღე 28 დეკემბერი იქნება, სააღმზრდელო პროცესი კი, სავარაუდოდ 15 იანვარს განახლდება. არდადეგების შესახებ ბრძანება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ბაღებში დასვენების პერიოდი სკოლის არდადეგების პერიოდს დაემთხვევა,“ - განაცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება.