Baby Bag

თბილისის 150 საჯარო ბაგა-ბაღი 28 და 29 ნოემბერს არ იმუშავებს

თბილისის 150 საჯარო ბაგა-ბაღი 28 და 29 ნოემბერს არ იმუშავებს
თბილისის 150 საჯარო ბაგა-ბაღი, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 და 29 ნოემბერს არ იმუშავებს. როგორც თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში ​yts.ge-ს განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესის შეჩერება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, არჩევნების გამო, 28 ნოემბერი მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ არის გამოცხადებული. 29 ნოემბერს კი 150-ვე საჯარო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც აღსაზრდელებს ვერ მიიღებენ.
ყველა დანარჩენ საბავშვო ბაღში 29 ნოემბერს სააღმზრდელო პროცესი ჩვეული გრაფიკით წარიმართება.