თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრს დაიწყება და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 2019 წლის 14 იანვარს განახლდება.
ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად.
თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.