საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს.
ზოგადი რეკომენდაციები:
შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
- არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა;
- ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
- დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც
- პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა,
ტემპერატურის გაზომვით; - პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1
მეტრიან დისტანციას; - თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების
- მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
- თერმოსკრინინგისას, ცხელების 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში,
პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის
თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა
ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით; - უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი
საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; - რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით
გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში,
დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად
ბავშვის გადამისამართების მიზნით;
საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
- აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
- ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის
სანიტაიზერი; - ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით;
- სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
- მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება
დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს; - აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ
დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის
დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე; - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში
დაწესებულება ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად
ბავშვის გადამისამართების მიზნით; - საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული
უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
იხილეთ დოკუმენტი სრულად - რეკომენდაციები.