Baby Bag

რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ საბავშვო ბაღებს - იხილეთ დოკუმენტი

რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ საბავშვო ბაღებს - იხილეთ დოკუმენტი

საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს. 

ზოგადი რეკომენდაციები:

შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

  • არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა;
  • ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
  • დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც
  • პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა,
    ​ტემპერატურის გაზომვით;
  • პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1
    ​მეტრიან დისტანციას;
  • თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების
  • მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
  • თერმოსკრინინგისას, ცხელების 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში,
    ​პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის
    ​თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა
    ​ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი
    ​საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით
    ​გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში,
    ​დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად
    ​ბავშვის გადამისამართების მიზნით;

საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
  • აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
  • ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის
    სანიტაიზერი;
  • ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
  • მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება
    დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ
    დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის
    ​დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში
    დაწესებულება ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად
    ​ბავშვის გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული
    უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე; 


იხილეთ დოკუმენტი სრულად - ​რეკომენდაციები.  

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება

ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება

,,თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება,'' - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

,,ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს, ბავშვებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს. ახალი რეგულაციები დაწესდა ბაღებისთვის. მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთი, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად ყველაფერი არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული," - აღნიშნა კახა კალაძემ.

წაიკითხეთ სრულად