Baby Bag

რას აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბაღების გახსნასთან დაკავშირებით?

რას აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბაღების გახსნასთან დაკავშირებით?

​განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში? - აღნიშნული კითხვით ​MomsEdu.ge ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა. 

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ბაღები ემზადებიან 1-ლ ოქტომბერს გახსნისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს:

,,მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ბაღების გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი კი ნაკლებად. ვმუშაობთ ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და ვემზადებით 1-ლ ოქტომბერს გახსნისთვის. თუმცა ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც ორშაბათს გახდება ცნობილი,'' - აღნიშნეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ საბავშვო ბაღებს - იხილეთ დოკუმენტი
​საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს. ზოგადი რეკომენდაციები:შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგ...
ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებულ...
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის საბავშვო...

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიხსნება თუ არა ბაღები 12 ოქტომბერს? - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

კახაბერ გვანცელაძემ საძინებელ ოთახებში საწოლების განაწილებაც შეამოწმა. ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი. ასევე, ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს.

„რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა, როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

წაიკითხეთ სრულად