„ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება“ - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები იხსნება 15 თებერვლიდან. ეპიდემიოლოგიური ვითარების ანაბაა, როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
შეიძლება თუ არა, ბავშვის ერთი საჯარო ბაღიდან მეორეში გადაყვანა
ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მართვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძანდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო.
რეგისტრაციის ამ ეტაპზე შესაძლებელია ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, ვინც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: