Baby Bag

ნაეკმა 2021 წლის ,,აბიტურიენტების ცნობარი'' გამოაქვეყნა

ნაეკმა 2021 წლის ,,აბიტურიენტების ცნობარი'' გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2021 წლის ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა. ცნობარში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.


ცნობარში ასევე მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ

ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო სივრცეებს კონდიციონერით მხოლოდ სესიის დაწყებამდე გააგრილებენ. ის გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,  უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კონფიციონერები გამორთული იქნება და განიავება ფანჯრების გაღებით მოხდება.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ, იქნება მაინც განიავების პრობლემები. მოგეხსენებათ, ისეთი კონდიციონერების გამოყენება, რომლებსაც გარედან ჰაერის შემოტანა არ შეუძლიათ, არ არის ნებადართული. რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
წაიკითხეთ სრულად