Baby Bag

,,ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი" - ლალი ბადრიძე

,,ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი" - ლალი ბადრიძე

პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ლალი ბადრიძ საუბრობს, რას ნიშნავს, ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობა და ხაზს უსვამს, თუ რაზე უნდა იყოს ის დაფუძნებული,

,,ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჰგავს ნავში მსხდომთა ურთიერთობას - როდესაც ერთი გადავარდება, თუ მხოლოდ ნავში მჯდომი ცდილობს, რომ ამოიყვანოს და ის, რომელიც იხრჩობა, არაფერს აკეთებს, ბოლოს რა მოხდება, იცით? ამ ნავში მჯდომსაც ჩაითრევს და ნავი გადაბრუნდება.

ანუ ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი - ორივე მხარის მზაობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს. ახალგაზრდა წყვილი ხშირად რა შეცდომებს უშვებს, იცით? ცდილობენ ერთმანეთის გადაკეთებას. თუ ადამიანებს ვიღებთ ისეთს, როგორიც არის - არამარტო წყვილის შემთხვევაში - მე მას ვერ შევცვლი და არც უნდა შევცვალო; ან ვიღებ ისეთს, როგორიც არის ან თუ არ მომწონს, ვამთავრებ ურთიერთობას. ესეც ჩვენი არჩევანია. ურთიერთობა სწავლადიც არის - მიიღე ან დაამთავრე", - აღნიშნავს ლალი ბადრიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

აქედან გამომდინარე ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია

აქედან გამომდინარე ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია

ბავშვის ფიზიკურ დასჯაზე ექიმი ზაზა თელია საუბრობს. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ:

,,ბავშვის ფიზიკური დასჯა და ამ ქმედების გამოსავალი (outcome)

ჩატარებული 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგი.

დასკვნა - 7 მთავარი შედეგი:

1. ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში

2. ფიზიკური დასჯა არ არის ასოცირებული დადებით გამოსავალთან გარკვეული პერიოდის შემდეგ

3. ფიზიკური დასჯა ზრდის ბავშვის დაცვის სერვისების ჩართვას პრობლემური შემთხვევებისას

4. სამეცნიერო მტკიცებულებამ გამოავლინა რომ ერთადერთი რასაც ბავშვის დასჯა მოიტანს, არის ქცევის ექსტერნალიზაცია (უარყოფითი ქცევა სახლის გარეთ ხილულ ფორმებში გადავა)

5. ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ქცევის გაუარესებასთან დროთა განმავლობაში (Quasi-experimental studies)

6. არსებობს ძლიერი კავშირი ფიზიკურ დასჯას, ბავშვის ზიანის მომტან გამოსავალს და ბავშვის და მშობლის ხასიათის ჩამოყალიბებაში

7. არსებობს მტკიცებულება ,,დოზა-რეაგირების" ურთიერთქმედებაზე

აქედან გამომდინარე ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია,'' - აღნიშნავს ზაზა თელია. 

წყარო: Physical punishment and child outcomes: a narrative review of prospective studies
A. Heilmann, PhD, et.al
Published: June 28, 2021

წაიკითხეთ სრულად