Baby Bag

,,ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი" - ლალი ბადრიძე

,,ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი" - ლალი ბადრიძე

პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ლალი ბადრიძ საუბრობს, რას ნიშნავს, ზოგადად, ადამიანებს შორის ურთიერთობა და ხაზს უსვამს, თუ რაზე უნდა იყოს ის დაფუძნებული,

,,ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჰგავს ნავში მსხდომთა ურთიერთობას - როდესაც ერთი გადავარდება, თუ მხოლოდ ნავში მჯდომი ცდილობს, რომ ამოიყვანოს და ის, რომელიც იხრჩობა, არაფერს აკეთებს, ბოლოს რა მოხდება, იცით? ამ ნავში მჯდომსაც ჩაითრევს და ნავი გადაბრუნდება.

ანუ ურთიერთობა არის აუცილებლად ორმხრივი - ორივე მხარის მზაობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს. ახალგაზრდა წყვილი ხშირად რა შეცდომებს უშვებს, იცით? ცდილობენ ერთმანეთის გადაკეთებას. თუ ადამიანებს ვიღებთ ისეთს, როგორიც არის - არამარტო წყვილის შემთხვევაში - მე მას ვერ შევცვლი და არც უნდა შევცვალო; ან ვიღებ ისეთს, როგორიც არის ან თუ არ მომწონს, ვამთავრებ ურთიერთობას. ესეც ჩვენი არჩევანია. ურთიერთობა სწავლადიც არის - მიიღე ან დაამთავრე", - აღნიშნავს ლალი ბადრიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„დასჯის ყველაზე მარტივი ფორმაა, რომ ბავშვს დავანახოთ თავისი არასწორი ქცევის შედეგები,“ - ევგენი კომაროვსკი

„დასჯის ყველაზე მარტივი ფორმაა, რომ ბავშვს დავანახოთ თავისი არასწორი ქცევის შედეგები,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ​ევგენი კომაროვსკი ბავშვის აღზრდისას მშობლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და უფროსებს საინტერესო რჩევებს აძლევს. ევგენი კომაროვსკი ​დისციპლინის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს საკუთარი ქცევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ.

​წყა​რო

წაიკითხეთ სრულად