Baby Bag

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

​Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას - ინფორმაცია კომპანიის შესახებ

​Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას - ინფორმაცია კომპანიის შესახებ

უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქციის შერჩევა ყველა მშობლისთვის მნიშნელოვანი საკითხია. სწორედ ამ საკითხებს აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას ესპანური კომპანია Miniland, რომელიც ფართოდაა ცნობილი მსოფლიო მასშტაბით და უკვე მეორე წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. დაარსების დღიდან კომპანია აწარმოებს მხოლოდ უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებულ პროდუქციას ბავშვებისთვის.

საქართველოში მინილენდის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია „დიემთი“, რომელიც 12 წელია ახდენს ქვეყნის ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის პირადი მოხმარების სამედიცინო აპარატურისა და ბავშვთა მოვლის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას.

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქცია, რომელიც იდეალურია როგორც პატარას მოვლისთვის, ასევე თამაშის, აღზრდისა და განვითარებისთვის. მინილენდი ზრუნავს თქვენი პატარების კომფორტზე, სიმშვიდესა და ჯანმრთელობაზე.

​Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას, როგორიცაა: საბავშვო ნაკრებები, ჭურჭელი, თერმოსები, საკვების დასამზადებელი ტექნიკა, ჰაერის დამატენიანებლები, განმავითარებელი და ინტერაქციული სათამაშოები, რელაქსაციისთვის განკუთვნილ ნივთები და სხვა.

პროდუქცია ხასიათდება მაღალი ხარისხით და მათი წარმოების პროცესში დაცულია ყველა შესაბამისი სტანდარტები. გარდა იმისა, რომ ნივთები მოსახერხებელი და კომფორტულია, მათ ასევე აქვთ დახვეწილი დიზაინი ნებისმიერი გემოვნებისთვის. პროდუქცია არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არის სრულიად უსაფრთხო ბავშვებისთვის.

მშობლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ჩვენი კომპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ საიტის საშუალებით შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი და ისარგებლოს მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - ირ. ევდოშვილის 18 ან ონლაინ - https://miniland.ge/. 

R.

წაიკითხეთ სრულად