„7 სექტემბერს დაწყებული დაძაბულობა გრძელდება, რაც პრობლემებს გვიქმნის ჯანმრთელობასთან, გუნება-განწყობასთან და ბიზნეს სფეროში...დაძაბულობა მთლიანობაში მაღალია,“ - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი და კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშანს სთავაზობს.
შეიძლება დაინტერესდეთ
ახალი რეგულაციები ცნობილია - გაეცანით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- 13 სექტემბრიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა;
- 13 სექტემბრიდან იწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია;
- აპლიკაცია https://covidpass.moh.gov.ge/ მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მიიღონ ინფორმაცია მათი კოვიდ-სტატუსის შესახებ;
- ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, 📌ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ;
- სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ;
- ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა;
- საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად ნარჩუნდება დისტანციური სამუშაო რეჟიმი; ანალოგიური რეკომენდაციაა კერძო სექტორისთვის;
- იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო-გასართობი ცენტრები.
წაიკითხეთ სრულად