Baby Bag

„თქვენთვის რთული პერიოდია...“ - როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„თქვენთვის რთული პერიოდია...“ - როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„7 სექტემბერს დაწყებული დაძაბულობა გრძელდება, რაც პრობლემებს გვიქმნის ჯანმრთელობასთან, გუნება-განწყობასთან და ბიზნეს სფეროში...დაძაბულობა მთლიანობაში მაღალია,“ - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი და კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშანს სთავაზობს. 


შეიძლება დაინტერესდეთ

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი შეიძლება, სავალდებულო გახდეს

საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში სავალებულო უნდა გახდეს.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ შეიმუშავეს.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ინიციატორების თქმით, ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

წაიკითხეთ სრულად