Baby Bag

„ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, - დინამიკებს დაუწიეთ“ - ნათია ფანჯიკიძე

„ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, - დინამიკებს დაუწიეთ“ - ნათია ფანჯიკიძე
„ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, - დინამიკებს დაუწიეთ თუ ხალხი ხართ, ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა მთელი თავისი დაბდღე, რამდენიმე შეშინებული ბავშვი დროზე ადრე წავიდა, უფროსებს კი "კაპლი" ჩამოვურიგე, რომ ახდილი თავის ქალა დახურვოდათ.
და საერთოდ, რა საინტერესო საკვლევია ეს აგრესიული ხმამაღალობა, თუნდაც რესტორნებში. თუ გიმღერეს, გვერდით მჯდომს რომ ხმა გასცე, ხმის იოგებს იწყვეტ და სამი ღამე აღარ გეძინება. ტერორია ერთგვარი. რისი სიმპტომია ეს ნეტავ? - შიში, რომ ადამიანებმა ურთიერთობა, ან საკუთარ ფიქრთან დარჩენა ვერ მოახერხონ, თუ უუფლებო საზოგადოებაში ხმის ძალად გაგონების აუცილებლობა, - "მისმინეთ თქვენი ...." არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მგონია, რომ უკეთ მოგისმენთ, თავი თუ მხრებზე შეგვრჩა“.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე​


შეიძლება დაინტერესდეთ