Baby Bag

„როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სოციალური ქსელი ფარსი და ტყუილია. გთავაზობთ მის პოსტს: 

„​როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი. აი, თითქოს ხომ ყველას ცხოვრებაში ჩახედული ხარ, ამ დროს არაფერი იცი! ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ფასადურ ცხოვრებას. ისე მეცინება, რომ ვიჯერებ მეც ხან და ხან და გამოვდივარ სიტყვით, “ აუუუუ რა კარგი წყვილია, რა ბედნიერები არიან”, (სავარაუდოდ ხვალ თუ არა, ზეგ გაეყრებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ უბედურია ორივე)... ან “როგორი ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს”( საოცრად გადაღლილია და აღარაფერი უნდა ამ ცხოვრებაში) “აუუუ რა კარგ ხასიათზეა, ეტყობა ძალიან ბედნიერია” (საშინელ დეპრესიაშია და ცდილობს არ შეიმჩნიოს)... 21-ე საუკუნემ მოგვცა საშუალება შევქმნათ ვირტუალური რეალობა და ასე მგონია რომ საპირისპიროა ჩვენი სინამდვილის. არ გიფიქრიათ არასდროს, ვინც მართლა კარგად არის, არაფერი აწუხებს, ცხოვრობს სრულფასოვნად, ის ვერ იცლის სოც ქსელის სამართავად, არ ცალია, ის ცხოვრებით არის დაკავებული. ვისაც უჭირს ან უნდა ხმა გააგონოს ირიბად ვიღაცას ის მუდამ ქსელშია, მუდამ მუშაობს თავის “სასცენო “ სახეზე. მოკლედ, არავინ არაფერი არ იცის!!! ტყუილია ყველაფერი, ტყუილში ვცხოვრობთ... და ვერ გადამიწყვეტია კარგია ეს თუ ცუდი. კარგია რომ შეგვიძლია შევქმნათ ის ნახატი, რომელიც ჩვენთვის სასურველია თუ ცუდია, რომ ამ ნახატის მიღმა იმალება ჩვენი ნამდვილი სახე?“ - აღნიშნავს ნუკი თავის პოსტში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარ...'' - როგორ მიულოცა ქეთა თოფურიამ შვილს დაბადების დღე

,,შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარ...'' - როგორ მიულოცა ქეთა თოფურიამ შვილს დაბადების დღე

,,დღეს 5 წლის გახდი, შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული ხარ. ბედნიერი იყავი, ჩემო გოგონა. მე სულ შენ გვერდით ვარ. დაბადების დღეს გილოცავ,'' - აღნიშული ტექტსითა და ვიდეოთი მიულოცა ქეთა თოფურიამ ქალიშვილს დაბადების დღე. 

--insta--


წაიკითხეთ სრულად