Baby Bag

მედია პორტალი Momsedu.ge ახალ კონკურსს იწყებს

მედია პორტალი Momsedu.ge ახალ კონკურსს იწყებს

მედია პორტალი Momsedu.ge კონკურსს იწყებს. 

თუ ხარ დედა და გაქვს შენი შვილის თოვლში (ბავშვის ასაკი 0-6 წლამდე) გადაღებული ფოტო, გამოგზავნე ​​Momsedu.ge​-ს ლაიქ გვერდზე ან მეილზე: [email protected].

ფოტოს გამოგზავნა 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. გამარჯვებულებს კი Mom​sedu​.ge 3 მარტს, დედის დღეს დაასახელებს.

კონკურსს სამი გამარჯვებული ეყოლება. ისინი ე.წ ფეისბუქემოციების საშუალებით გამოვლინდებიან. 

კონკურსის გამარჯვებულები ისარგებლებენ ბაკურიანის სასტუმრო ​„ჰეისტეკის“ ნომრის 50%-იანი ფასდაკლებით და მიიღებენ „ლარიფანისგან“ სასაჩუქრე კალათას, რომელშიც შედის „ლარიფანი ლარინგო“, „ლარიფანი უნგო“, „ლარიფანი სპრეი“, „ლარიფანის ტუჩსაცხი“ და ​„ბეიბიქალმი“.  

კონკურსის წესები:

  • ერთი მონაწილე გზავნის მხოლოდ ერთ ფოტოს;
  • ფოტოზე გამოსახული უნდა იყოს ბავშვი თოვლში;
  • ფოტოს ფეისბუქემოციების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 3K (3000);
  • ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს...“- გვანცა დარასელია მწვანილის შენახვის წესზე

„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს...“- გვანცა დარასელია მწვანილის შენახვის წესზე

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ მწვანილის შენახვის მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავადაც ხშირად იყენებს:

„ჩემი მთავარი ტკივილი მწვანილის შენახვა იყო, სანამ მივაკვლევდი ეფექტიან მეთოდს. ვერასდროს ვერ ვყიდულობდი მწვანილის ოპტიმალურ რაოდენობას. ყოველთვის მეტი იყო ამ კონაში. ხშირად მილპებოდა. როგორც აღმოვაჩინე, მწვანილის დიდხანს შენახვის რამოდენიმე მეთოდი არსებობს.

მე ამ მეთოდს მივმართავ: თუ მწვანილს გარეცხავთ, ზედმიწევნით კარგად გააშრობთ და მინის ქილაში მოათავსებთ სახურავით, შედებთ მაცივარში, შეიძლება ერთი თვე ან თვე-ნახევარიც შეინახოთ მწვანილი და გამოიყენოთ.

მწვანილის შესანახად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაიგულის პრინციპი. შეგიძლიათ ქინძის და ოხრახუშის ღეროები შეკრათ თაიგულად, ჩადოთ წყლიან ქილაში, ოდნავ გადააჭრათ ღეროები და ჩაყოთ წყალში. მართალია, უფრო ნაკლები დროით შეინახება ასე, მაგრამ სამაგიეროდ სასარგებლო თვისებებს უფრო დიდხანს შეინარჩუნებს.

ასევე შეგიძლიათ დაჭრილი მწვანილი შეინახოთ ზეთში. გამოყენების წინ გამოიღოთ მაცივრიდან და სადილის მომზადებისას გამოიყენოთ,“ - აღნიშნა გვანცა დარასელიამ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად