მედია პორტალი Momsedu.ge კონკურსს იწყებს.
თუ ხარ დედა და გაქვს შენი შვილის თოვლში (ბავშვის ასაკი 0-6 წლამდე) გადაღებული ფოტო, გამოგზავნე Momsedu.ge-ს ლაიქ გვერდზე ან მეილზე: [email protected].
ფოტოს გამოგზავნა 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. გამარჯვებულებს კი Momsedu.ge 3 მარტს, დედის დღეს დაასახელებს.
კონკურსს სამი გამარჯვებული ეყოლება. ისინი ე.წ ფეისბუქემოციების საშუალებით გამოვლინდებიან.
კონკურსის გამარჯვებულები ისარგებლებენ ბაკურიანის სასტუმრო „ჰეისტეკის“ ნომრის 50%-იანი ფასდაკლებით და მიიღებენ „ლარიფანისგან“ სასაჩუქრე კალათას, რომელშიც შედის „ლარიფანი ლარინგო“, „ლარიფანი უნგო“, „ლარიფანი სპრეი“, „ლარიფანის ტუჩსაცხი“ და „ბეიბიქალმი“.
კონკურსის წესები:
- ერთი მონაწილე გზავნის მხოლოდ ერთ ფოტოს;
- ფოტოზე გამოსახული უნდა იყოს ბავშვი თოვლში;
- ფოტოს ფეისბუქემოციების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 3K (3000);
- ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.
არ დაგავიწყდეთ !!!
Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)