დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა - აღიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.
დანიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 21 ნოემბრიდან.