საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის თანახმად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
განაცხადების შევსება მიმდინარეობს სააგენტოში, მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - [email protected]
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა