Baby Bag

თუ იცით რა ჰქვია მეტროს ქართულად?

თუ იცით რა ჰქვია მეტროს ქართულად?

მეტროს ქართული შესატყვისია სიტყვა - ქვეგრიალა.

აღნიშნულ სიტყვას დღეს ნაკლებად იყენებენ, ისევე როგორ თვითმფრინავს არავინ ეძახის ცადღვებიას, სოსისს - მოწოწნიკს, ტელეფონს - ელსმენს და ა.შ

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

მიდის-მოდის იქვე დგას, რა არის? - გამოცანები 90-იანი წლებიდან
90-იანი წლები ბევრ ცუდთან, თუმცა ამავე დროს კარგთანაც ასოცირდება. ყველას გვახსოვს უშუქობა, სიდუხჭირე, ე.წ „კერასინკა“და „დვიჟოკი“, შუქიან მეზობლებში სერიალების საყურებლად ან დენდის, კლასობან...
„ქალაქობანა“ - თამაში 90-იანი წლებიდან
თამაში, რომელსაც Momsedu.ge გთავაზობთ, ყველასთვის ნაცნობი „ქალაქობანაა“. როგორია თამაშის წესები?თამაშში ორი ან ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მოთამაშეები ერთმანეთს ცოდნის რაც შეიძლება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ საქართველოში უცხოენოვან ძიძებზე მაღალი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ წლებში ბავშვს დამატებითი ენის სწავლა ბარიერებსა და პრობლემებს უქმნის:

„დედების მხრიდან ძალიან ხშირად არის ეს მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ძიძა, შეეძლოს კომუნიკაცია და თუნდაც თამაშით სწავლება ამ ენების, რაც, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პირველ წლებში, რადგან ბავშვს დამატებითი ენის სწავლა აძლევს ბარიერს, რომელიც შემდგომში ფსიქიკურ პრობლემებსაც ქმნის. ჩვენ შემდგომში ვსაუბრობთ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის ქცევითი ტიპის დარღვევები, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომი. ერთის მხრივ, კარგია, რომ ბავშვი ბევრ ენაზე საუბრობს, მაგრამ მისთვის ძალიან რთულია იდენტიფიკაცია, რომელია მისი ენა.

ბავშვს ექმნება მეტყველების აღრევის პრობლემა. ის კონკრეტულ ადამიანს ირჩევს, ვისთანაც ამ ენაზე იწყებს საუბარს. სამწუხაროდ, სკოლებში ძალიან ხშირად ვხვდებით, რომ ბავშვებს უცხოენოვანი აღმზრდელები ჰყავთ და სკოლაში მოეთხოვებათ ქართულ ენაზე სწავლა და უჭირთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც დღეს დგას,“- მოცემულ საკითხზე ნინო კერესელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად