Baby Bag

13 წლის გიდს პრემიერ-მინისტრმა „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

13 წლის გიდს პრემიერ-მინისტრმა „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა

13 წლის გიორგი ქოჩქიანს, რომელიც უშგულში ცხოვრობს და სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გიდობას უწევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

13 წლის გიორგიმ ოთხი ენა იცის (ინგლისური და რუსული უშგულში ჩასულ ტურისტებთან ურთიერთობისას ისწავლა, თურქული და ებრაული კი, - ტელევიზორიდან) და მას 9 წლიდან საკუთარი შემოსავალი აქვს. 

იხილეთ ვიდეო