DreiMeister-ის შოკოლადის ქარხნიდან, რომელიც დასავლეთ გერმანიაში მდებარეობს, 1 ტონამდე შოკოლადმა გაჟონა.
შოკოლადის ქარხნის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ფაქტი შოკოლადის ავზის დაზიანებამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის 25-მა თანამშრომელმა გზის სავალი ნაწილი წყლით გადარეცხა.
საკონდიტრო ქარხანაში მუშაობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში აღდგება.