1867 წლის 14 დეკემბერს დაიბადა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე შიო არაგვისპირელი.
მან განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო. ქართულ მწერლობაში შემოიტანა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები, - ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. მისი ნაწარმოებების მთავარი თემა სოციალური და ეროვნული პრობლემებია. მის კალამს ეკუთვნის: „ჩემო შვინდავ!“, „მიწაა“, „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“, „ღვინის ქურდები“, „გაბზარული გული“. „მოგვილოცნია ახალი წელი“ და სხვ.
სტუდენტური პერიოდის ფოტო [1880-იანი წლები]. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში