მშობელი: მარი ხანიკაევი
ძაღლის ჯიში: მინი იორკშირტერიერი
,,გუგა რომ დაიბადა, მუსია 2 წლის იყო. დაბადების დღიდან ერთად იზრდებიან, ერთად სძინავთ, ერთად ისვენებენ. ფაქტობრივად ორი ბავშვი გვყავს სახლში. მუსიას ემოციურ მდგომარეობაზე მე და ჩემი მეუღლე ძალიან ვზრუნავდით და ვუნაწილებდით დროს, რომ ეჭვიანობის საბაბი არ ჰქონოდა. დღეს გუგა 2.6 წლისაა, მუსია 4-ის და ისინი ყველაზე კარგი, განუყრელი მეგობრები არიან. ბავშვისთვის ოთხფეხა მეგობარზე დიდი საჩუქარი არაფერია. მან გუგას განსხვავებულის სიყვარული და ზრუნვა ასწავლა."
მშობელი:მარიამ პაპაშვილი
ძაღლის ჯიში: ლაბრადორი
სახელი: გონე
ძაღლის ჯიში: პუდელი
სახელი: ზუკო
„გონე არის ძალიან ძალიან წყნარი. სულ ცდილობს, რომ მოერიდოს ბავშვს. პატარა ჭოჭინით გაქანდება ხოლმე, ძაღლებმა აღარ იციან სად დაიმალონ.
ზუკო უფრო ეგოისტია, ბაბუა ჰყავს პატრონად არჩეული და ის თუ ბავშვს ეფერება, უხტება მეც მომეფერეო. ლაბრადორზე ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ძალიან ბევრი თმა სცვივა და მთელი დღე წმენდაში ვარ, ბავშვი ისე გაიზარდა არ უხოხია სახლში, მხოლოდ თავის ხალიჩაზე, სადაც ბეწვი არ ხვდება. ჯანმრთელი ძაღლი, რა თქმა უნდა, არ არის საშიში, მაგრამ მაინც ბეწვებს, უნდა მოვარიდოთ ბავშვი“
მშობელი: ნინა შილაკაძე
ძაღლის ჯიში: ტეიერი
სახელი: ბუბუ
,,ბუბუ 2015 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა, მამაჩემის მესამე შვილი გახლდათ. სხვა დროს ძაღლი არ გვყოლია, მაგრამ ბუბუმ ყველა მოაჯადოვა. ორსულობა კარანტინის პერიოდი მომიწია და სამწუხაროდ, მარტო ვიყავი. ბუბუსთან ერთად გავატარე ეს დღეები და ის ჩემი ცხოვრების ნაწილია.
მაშო ზაფხულში გაჩნდა და სამშობიაროდან პირდაპირ ბუბუსთან მივიყვანე სახლში. (ბუბუ ჩემი მშობლების სახლში ცხოვრობს) ლოგინზე დავუწვინე, გაოგნებული უყურებდა პატარას.
მშობელი: ნინო მღებრიშვილი
სახელი: ლუსი
„2 ბიჭი მყავს 5 და 4 წლის, რადგან ბაღი აღარ გვაქვს, ვცდილობდი სხვადასხვა აქტივობით დამეტვირთა. კარგ ამინდებში ვახერხებდით, მაგრამ ცუდ ამინდებში მოიწყინეს ბავშვებმა, აღარც ხატვა უნდოდათ. ამიტომ მამიკომ ლეკვი მოუყვანა, საერთოდ შეიცვლა ხასიათი ბავშვების, განსაკუთრებით უფროსი, პასუხისმგებლობის გრძნობა მოემატა და ძალიან ბედნიერია. კარგად უვლის , მონაწილეობას იღებს მის კვებაშიც, სისუფთავეშიც. მთელს ოჯახში დადებითი ემოცია შემოიტანა, უკვე 1 თვეა ჩვენი ოჯახის წევრია ლუსი.“
ნინო ფერაძე
ჯუჯა პეკინესი - ჩაპა
,,შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემმა შვილმა შემაყვარა ძაღლი და ზოგადად, ცხოველები. ძალიან პატარა იყო რომ მოვიყვანეთ - 40 დღის, ვაჭმევდით ხელით. ბავშვი ძალიან მზრუნველია ძაღლის მიმართ, არასდროს არ ავიწყდება ჭამის და გასეირნების დრო"
მშობელი: ნანა ფარულავა
ძაღლის ჯიში: იორკი
სახელი: ბაბი
,,ჩემი შვილები ძალიან თბილები და მზრუნველები არიან. ბაბი ძალიან ცელქი გოგოა, სულ ყურადღებას ითხოვს. დილით მონატრებული ჰყავს ბავშვები და დიდი სიხარულია მათი ჟრიამულის ხილვა. სახლში მყავს 3 ,,ლეკვი" ელენე, ალექსანდრე და ბაბი“.
შობელი: ლიკა შიხიაშვილი
ზაღლის ჯიში: ჯეკ რასელ ტერიერი
სახელები: მაილო და მოლი
,,განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი და განსაკუთრებულად ბედნიერები არიან ცუგოები, როცა ისინი ეთამაშებიან, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვებისგან მეტად მოდის დადებითი და ბედნიერების მუხტი, ასევე ცუგოები უფრო თამამები ბავშვებთან არიან, ვიდრე ჩვენთან, არ ერიდებიან მათთან არც კალთაში ჩახტომას. სულ თვალებში უყურებენ, როდის მოეფერებიან, თვითონ უფრო იჩენენ ინიციატივას. ქუჩაში ყოფნისას კი გვერდიდან არ შორდებიან, ისეთი შეგრძნებაა თითქოს სულ იცავენ და ალბათ ასეცაა."
ავტორი: თამთა შერმაზანაშვილი