16 წლის შვედი მოსწავლე ნობელის პრემიაზე წარადგინეს - ამის შესახებ theguardian
16 წლის სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატებმა წარადგინეს.
„ჩვენ გრეტა წარვადგინეთ, რადგან კლიმატური საფრთხე შესაძლოა, ომებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს. გრეტას მიერ დაწყებული მასობრივი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია მშვიდობის საკითხში,“ - განაცხადა დეპუტატმა ფრედი ანდრე ოვსტეგაარდმა.
მოსწავლის თქმით, ნობელის პრემიაზე წარდგენა მისთვის დიდი პატივია.
თუ გრეტა ნობელის პრემიას მიიღებს, ის იქნება ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი.