ემიგრაციაში მყოფი ქართველი „პროფილში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბინას უთმობს. ფეისბუქმომხმარებელმა სოსო მამადაშვილმა აღნიშულის შესახებ სიუჟეტის კომენტარებში აღნიშნა.
„მე მზად ვარ, ამ ადამიანებს დავეხმარო ბინის ქირის გარეშე იცხოვრონ ახლადგარემონტებულ ბინაში. არავინ ეტყვით, ბინა დატოვეთო. მე საქართველოში არ დავბრუნდები რამდენიმე წელი. უფალმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ თქვენი ლამაზი ოჯახი, რომელიც ამდენი წელი არ დაინგრა. აი ეს არის სიყვარული! მე მზად ვარ ამ ლამაზ სიყვარულს, ამ ლამაზ ოჯახს დავეხმარო,“ - წერს ფეისბქმომხმარებელი კომენტარში.
სიუჟეტი ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ ოჯახზე, რომელიც დახმარებას ითხოვს, „პროფილში“ გუშინ გავიდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნესტიან ბინაში გათბობის გარეშე ცხოვრობს და ქირის გადახდას ვერ ახერხებს. ოჯახში მეორე ბავშვს ელოდებიან. როგორც გოგონა აღნიშნავს, შემდეგ ზამთარს ამ პირობებში მეორე ბავშვთან ერთად ვეღარ გადაიტანს.