Baby Bag

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მას­წავ­ლებ­ლე­ბის იმ ნა­წი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­ითხოვს, რომ გა­უქ­მ­დეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბით მოხ­დეს, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ''

,,მას­წავ­ლებ­ლე­ბის იმ ნა­წი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­ითხოვს, რომ გა­უქ­მ­დეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბით მოხ­დეს, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ''

მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბით - აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა ​,,ახალ განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

,,მას­წავ­ლებ­ლე­ბის იმ ნა­წი­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­ითხოვს, რომ გა­უქ­მ­დეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბით მოხ­დეს, კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ: ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს თე­ო­რი­უ­ლად აქვს თუ არა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც მის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­შია ასა­ხუ­ლი – რას უნ­და აკე­თებ­დეს სტა­ტუ­სის შე­სა­ბა­მი­სად სკო­ლა­ში, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს პრაქ­ტი­კუ­ლად რო­გორ და, რაც მთა­ვა­რია, რო­გო­რი ხა­რის­ხით ახერ­ხებს ის ამ სი­ახ­ლე­ე­ბის მი­წო­დე­ბას მოს­წავ­ლის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წინ­ს­ვ­ლა არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ კომ­პო­ნენ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ეს ცალ­სა­ხად არის ახა­ლი სქე­მის პრინ­ცი­პი. რა თქმა უნ­და, ამა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კებთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მათ­გა­ნაც მი­ვი­ღებთ არ­გუ­მენ­ტებს და არა მოთხოვ­ნებს – ეს მინ­და და ეს არ მინ­და. თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ზე ისე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს.

პრაქ­ტი­კო­სე­ბის გა­მოც­და კი ისევ ძა­ლა­ში რჩე­ბა, რე­გის­ტ­რა­ცი­აც ჩა­ტარ­და, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ. წამ­ყ­ვან და უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს კი, წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ე­ცე­მათ, რო­ცა რე­გუ­ლი­რე­ბის წესს და­ვამ­ტ­კი­ცებთ. რო­გორც კი დო­კუ­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სია გვექ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებთ, შემ­დ­გომ კი – უფ­რო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას,'' - აღნიშნავს მანანა რატიანი. 

იხილეთ ინტერვიუ ​სრულად

წაიკითხეთ სრულად