„უნიშნო სწავლება მამაჩემის, შალვა ამონაშვილის შემოღებულია. ჯერ კიდევ 60-იანი წლები იყო, როდესაც ის პირველ ექსპერიმენტებს იწყებდა დაწყებით კლასებში. ეს იმ დროისთვის ისეთი წარმოუდგენელი იყო, რომ შალვა მალევე შერაცხეს, როგორც ბურჟუაზიული პედაგოგი. პრინციპი მარტივია. ბუნებრივად ბავშვს აქვს შემეცნების ინტერესი. შეიძლება ვარსკვლავიანი ცა ბავშვს არ აინტერესებდეს?! რატომღაც უცებ დაწყებით კლასებში ბავშვებს უცებ სთავაზობენ, რომ შენი შემეცნებითი ინტერესი გადადე გვერდით და ნიშნების გულისთვის ისწავლე სამყარო რატომ არის ასეთი. ბუნებრივი შემეცნების ინტერესის არაბუნებრივი ჩანაცვლება ხდება რაღაც სუროგატებით.
ადრე ნიშნები არ იყო. ძველი შუმერების წარწერებში მინახავს, საიდანაც ჩანს, რომ ნიშნები კი არ იყო, ჯოხი იყო, ცემა იყო, ტყეპა იყო. შუა საუკუნეების გრავიურებში, მასწავლებელს აუცილებლად როზგი ან მათრახი უჭირავს ხელში. ახლა ხელით აღარ ვეხებით ბავშვს, მაგრამ სამაგიეროდ ნიშანია იმის ასახვა, რომ ცუდი ნიშანი თითქოს მოტივაციას უკეთებს, რომ ისწავლოს. ბავშვის ბუნებრივი ინტერესის ჩანაცვლება ნიშნებით მექანიკურია და არაბუნებრივია.
მოსწავლეს სჭირდება ერთგული მასწავლებელი. თუ ის მასწავლებელში ერთგულ ადამიანს ხედავს, იქ არის საუკეთესო სწავლა. რას გააკეთებს ერთგული მეგობარი? ხან ნიშანს წაგიმატებს, ხან გაგიღიმებს, ხან გიკარნახებს, ხან დაგეხმარება. აკადემიური მოსწრების ამაღლების ადვილი გზა არის, რომ მოსწავლეებს შეაყვარო თავი. არანაირ მეცადინეობას არ აქვს აზრი, სანამ მეგობრობა არ დამყარდება,“- აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.
წყარო: „შენი დილა“