Baby Bag

,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''

,,გაჯეტები მოზარდებს ხდის დამოკიდებულს, იწვევს სტრესს, რომელიც დეფიციტს აჩენს''

ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძე გაჯეტების შესახებ გადაცემაში ,,წესები მშობლებისთვის'' ისაუბრა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გაჯეტები მოზარდებს და ზრდასრულებს დამოკიდებულს ხდის: 

,,ადამიანი დამოკიდებული შეიძლება იყო, როგორც ნებისმიერ ნარკოტიკზე, ასევე გაჯეტებზე. უცებ რომ ამოიღო გაჯეტები მათი ცხოვრებიდან, ეს  გამოიწვევს სტრესს და გაართულებს მდგომარეობას. 

და საიდან მოდის ეს პრობლემა?

პირველი, მშობელი ვერ აღიქვამს ეს როგორი ძლიერი დამოკიდებულებაა და ადვილად აძლევს შვილს გაჯეტზე წვდომის საშუალებას. 

მეორე, ცოცხალი კომუნიკაციები იმდენად დეფიციტური გახდა, რომ ბავშვი თავის პატარა სამყაროს მარტივად იქმნის ამ მოწყობილებების გამოყენებით და ეს გარემო მისთვის კომფორტულია. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან სოციალურ საზოგადოებად ითვლება, მაინც ხშირად გვჭირდება იმის სწავლება როგორ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია, რა შეიძლება შევთავაზოთ იმისთვის, რომ ჩავანაცვლოთ გაჯეტები ცოცხალი კომუნიკაციით,'' - აღნიშნა თინათინ ცერცვაძემ. 

წყარო: ​,,წესები მშობლებისთვის''

შეიძლება დაინტერესდეთ

საერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობა - ძირითადი მახასიათებლები ბავშვებში, რასაც ეკრანდამოკიდებულება იწვევს

საერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობა - ძირითადი მახასიათებლები ბავშვებში, რასაც ეკრანდამოკიდებულება იწვევს

პედიატრმა, თემურ მიქელაძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა, თუ რა მახასიათებლები იკვეთება ეკრანდამოკიდებულ ბავშვებში და როგორ არის შესაძლებელი პრობლემის გადაჭრა.

"იმის გამო, რომ ბავშვები გახდნენ ეკრანდამოკიდებულები, გაჯეტდამოკიდებულები და  მათ ჩაბნელებულ სივრცეში იყენებენ, ისინი იღვიძებენ გამოუძინებლები. ვეღარ იღებენ საკვებს. როდესაც ბავშვები school bus-ებით დადიან, განსაკუთრებით - შორ მანძილზე, გზაში თვლემენ. სწორედ ამ სიმპტომით, მეორე კვირას მოდის მშობელი შვილთან ერთად და გვეუბნება, რომ ბავშვს აქვს საერთო სისუსტე, ადვილად იღლება. ეს მოგვარებადია იმ შემთხვევაში, თუ სწორად წარვმართავთ ამ ბავშვის დღის რეჟიმს. მას არ სჭირდება განსაკუთრებული კვლევა. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ბავშვები და მშობლები ამ სიმპტომებით მოგვმართავენ, რაც არის, ძირითადად, სუბიექტური ჩივილი, რომელიც შეგვიძლია, ღრმა გამოკითხვით, ელემენტარულად, მოვაგვაროთ", - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.


წყარო: ,​,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად