Baby Bag

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ბავშვებმა ეკრანთან? - თემაზე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია საუბრობს. 

,,2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის მაქსიმალური დრო ერთ საათი უნდა იყოს. პრაქტიკას რომ დავაკვირდეთ, მე მინახავს მაღაზიაში დედა-შვილი, როდესაც დედა არჩევს შვილისთვის ტანსაცმელს და ბავშვისთვის მიცემული აქვს ტელეფონი, რათა გაჩუმდეს. მაგალითად, ბავშვი ჭამს და წინ უდევს ტელეფონი, პასიურად აძლევენ საკვებს, ამ დროს ბავშვი არ აქცევს ყურადღებას რას ჭამს - ძალიან ცუდია და ამაზე კომპრომისული პასუხი არ მაქვს, არ უნდა გააკეთოთ ეს.

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციაზე ანუ კოგნიტურ-შემეცნებით ფუნქციებზე ახდენს ძალიან უარყოფით ზეგავლენას. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვი ჩართულია იმაში, რასაც უყურებს, მაგრამ ეს არ არის ჩართულობა, ეს არის გათიშული ტვინი, რომელიც უყურებს ეკრანს. ამ პროცესში თავი ტვინის განვითარება აქტიურად არ მიმდინარეობს,'' - დასძინა ცირა ბარქაიამ. 

წყარო: ,,დილა მშიდობისა საქართველო''

შეიძლება დაინტერესდეთ

სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი 90 პროცენტამდე იცავს ბავშვების უსაფრთხოებას

სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელი 90 პროცენტამდე იცავს ბავშვების უსაფრთხოებას

მედიაპორტალი MomsEdu.ge  ​საზოგადოებრივ ორგანიზაცია Your car seat-თან ერთად ახალ რუბრიკას იწყებს - მგზავრობის დროს ბავშვთა უსაფრთხოება. სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობაზე Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე მოგაწვდით რეკომენდაციებს

„დღეისათვის საქართველოში სავალდებულო არ არის სამგზავრო სავარძლის გამოყენება. სწორედ ამის შედეგია, რომ 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 101 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 5 000-ზე მეტი დაშავდა. არ გარისკოთ თქვენი შვილების სიცოცხლე, გამოიყენეთ სამგზავრო სავარძელი 0-დან 12 წლამდე!

​რა თქმა უნდა, 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა კატეგორიის 
სამგზავრო სავარძელი გამოიყენება. ამის შესახებ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ, ასევე გაგაცნობთ რეკომენდაციებს, როგორ შევარჩიოთ სამგზავრო სავარძელი და როგორ მოვიქცეთ მგზავრობის დროს,“ - ლანა გიორგიძე.

წაიკითხეთ სრულად