Baby Bag

,,საბავშვო ბაღში წასვლაზე, სკოლაში წასვლაზე ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ჩვენ ვაწესებთ ჩარჩოებს"

,,საბავშვო ბაღში წასვლაზე, სკოლაში წასვლაზე ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ჩვენ ვაწესებთ ჩარჩოებს"

,,საბავშვო ბაღში წასვლაზე, სკოლაში წასვლასა და იქ დარჩენაზე ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ჩვენ ვაწესებთ ჩარჩოებს", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.

,,ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ბავშვი ვალდებულია,  წავიდეს სკოლაში და იქ დარჩეს, მაგრამ ყველა  ვერ ახერხებს ამას. ეს იმიტომ არა, რომ განებივრებულია ან თავხედია, არც იმიტომ, რომ ის არ ემორჩილება დაწესებულ წესებს, უბრალოდ, ნაწილს აქვს ე.წ. სეპარაციის შფოთვა, როდესაც ის ვერ რჩება ახლობლის გარეშე სასწავლო გარემოში. ჩვენ ვიცით ასეთი ბავშვები და ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა. ეს არის სეპარაციის შფოთვა, როდესაც ბავშვს ეჩვენება, რომ მას დატოვებენ საყვარელი ადამიანები და აღარ მიაკითხავენ. პანიკური შეტევის ტოლფასია ზოგისთვის მშობლის გარეშე დარჩენა. ამიტომ, მე არ ვარ მომხრე, როდესაც მასწავლებლები საბავშვო ბაღში ეუბნებიან მშობელს - გაიხურე კარი, იტირებს და გაჩერდება. ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც ბავშვს უნდა კანფეტი, ჩვენ არ ვაძლევთ, იტირებს და გაჩერდება. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოთერაპია", - აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.


შეიძლება დაინტერესდეთ

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად N73 და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა.

„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უახლოს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება

წაიკითხეთ სრულად