ვის შეიძლება, გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, პროფესორი სოფო ტატიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, არ არსებობს კონკრეტული რისკი, რომ რომელიმე კონკრეტულ ოჯახს ასაკობრივი ან სხვა თვასაზრისით შეიძლება, რომ გაუჩნდეს ბავშვი ცერებრული დამბლით:
,,ცერებრული დამბლა არის თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული. ასფიქსია (ჟანგბადის უკმარისობა), დღენაკლობა ან 2 წლის ასაკამდე თავის ტვინის ნებისმიერმა ტიპის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დამბლა. ეს არ არის გენეტიკური და პროგრესირებადი დაავადება,'' - აღნიშნა სოფო ტატიშვილმა.
ცერებრული დამბლა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ინფექციის, მუცლადყოფნის პერიოდში დედის სტრესის ან მშობიარობის დროსაც.