Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავამონტაჟოთ 0-13 კგ. სამგზავრო სავარძელი ღვედით? - ვიდეო

სამშობიაროდან გამოყვანის დღიდანვე ბავშვი უნდა მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის საშუალებით. ახალშობილისთვის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო სავარძელი არის 0-13 კგ. სავარძელი, რომელშიც ბავშვი ემბრიონის პოზაშია. გათვალისწინებულია წლამდე ბავშვის საჭიროებები, - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

„ბევრი მშობელი გვიკავშირდება და გვწერს, როგორ დაამონტაჟოს 0-13 კგ. სამგზავრო სავარძელი უსაფრთხოების ღვედით. ვიდეოში ნახავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სავარძლის მონტაჟის დროს და როგორ დაამონტაჟოთ სავარძელი რამდენიმე წუთში“, - აღნიშნა ლანა გიორგიძემ.

წაიკითხეთ სრულად