Baby Bag

„ერთი მასწავლებელი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მას თანამოაზრე აუცილებლად სჭირდება“

გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძეს პირველი კლასის დამრიგებელმა, რომელმაც წელს დაიწყო სკოლაში მუშაობა, ბავშვებისთვის სადამრიგებლო საათის ფარგლებში საკითხავი რესურსის შესახებ რჩევის მიცემა სთხოვა.  

„საკითხავი რესურსი მირჩიეთ, რაც დამეხმარება ბავშვებში მეგობრობისა და ემპათიის გრძნობები გააღვიძოს და ამით მოერიოს ურთიერთდამცირების და უსიყვარულობის სინდრომს,“ - აღნიშნა მასწავლებელმა. 


ნინო გოგიჩაძის თქმით, პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა მოძებნოს თანამოაზრე, ვისთან ერთადაც წამოიწყებს ამ საკითხზე მუშაობას, კარგი იქნება თუ ეს თანამოაზრე სკოლის ფსიქოლოგი იქნება, რადგან როგორც ნინო გოგიჩაძე აღნიშნავს, ერთი მასწავლებელი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. 


შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პროგრამები 2020

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პროგრამები 2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროგრამებს აქვეყნებს.
წაიკითხეთ სრულად