Baby Bag

„სტიგმაა, მაგალითად, მსჯელობა, რომ მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, როგორ გეკადრებათ, ჩემი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვის თავისუფლებას ვეხები“ - ფსიქოლოგი

ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი სტიგმებთან ბრძოლას თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს:

„ძალიან მნიშვნელოვანია სტიგმებთან ბრძოლა. სტიგმა არ ეხება მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სტიგმაა მაგ. მსჯელობა, რომ მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, როგორ გეკადრებათ, ჩემი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვის თავისუფლებას ვეხები. როდესაც სახელმწიფო გიზღუდავს რაღაცას, ამ შემთხვევაში ადამიანი პროტესტანტია. ეს კარგად აჩვენა 23-ში დილის პირველი საათისთვის განვითარებულმა მოვლენებმა, რაც წინასწარაც ვიცოდი. ერთ-ერთ ჩაწერაზე ვთქვი, რომ მოველოდი სერიოზულ ეიფორიას. ამდენი ხანი შეზღუდული ქართული მოსახლეობისგან, მთელი თავისი წარმოდგენებით და გარკვეული კომპლექსებით (გარდა იმისა, რომ გვაქვს ბევრი დადებითი, კომპლექსებიც ძალიან ბევრი გვაქვს), მე მოველოდი მსგავსი ტიპის ეიფორიულ მდგომარეობას. მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დროს გარეთ იყვნენ, არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ვირუსი არ არსებობს, ისინი მიესალმნენ შეზღუდვების მოხსნას.“

ქალბატონი ნინო იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანებმა იზოლაციის პირობებში ბევრი რამ ისწავლეს:

„იმედი მაქვს, რომ ამ ორთვე-ნახევარმა ადამიანებს ასწავლა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენება, რომ ამ ორმა თვემ ადამიანებს ასწავლა პირად და სხვათა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თავშეყრის ადგილებში დისტანციას თუ ვერ ვიცავთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია გავიკეთოთ ნიღაბი. დავიცვათ ასეთი ტიპის შეზღუდვები, დავიბანოთ ხელები, მაგრამ არა გადაჭარბებით. ეს უნდა დავიმახსოვროთ ჩვენი გამოცდილებიდან, რაც ახალ სამყაროში ცხოვრებას შეუწყობს ხელს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვერც მასწავლებელი, ვერც მშობელი, ვერც ახალგაზრდები ვერ აფიქსირებენ, რომ ისინი ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ ვიღაცას''

ბავშვის ქცევა სოციუმში - აღიშნულ თემაზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს. 

მისი თქმით, ვერც მასწავლებელი, ვერც მშობელი, ვერც ახალგაზრდები ვერ აფიქსირებენ, რომ ისინი ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ ვიღაცას.  

ნახეთ ვიდეო👆და არ დაგავიწყდეთ!!!


 

წაიკითხეთ სრულად