,,ზაფხული, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას ,,ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ ათოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, ღია მინდორი, სივრცე - ძალიან არის მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.
კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს მართლა ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთ-ორი საათი ამეცადინებენ ბავშვებს. უნდა ირბინონ ბავშვებმა - ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ,'' - აღნიშულის შესახებ
წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)