- სოციალური აქტივობისაგან განრიდება და სხვა ადამიანებისადმი ინტერესის დაკარგვა
- ფუნქციონირების გაუარესება – ფუნქციონირების უჩვეულო გაუარესება სკოლაში, სამსახურში, ან ისეთი სოციალური აქტივობების შეწყვეტა, როგორებიცაა: სპორტული აქტივობა, წარუმატებლობა სკოლაში ან ჩვეული ამოცანების შესრულების სირთულე
- აზროვნების სირთულე – ყურადღების კონცენტრირების სირთულე, მეხსიერების ან ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების რთულად ასახსნელი ცვლილება
- მომატებული მგრძნობელობა – მხედველობის საშუალებით აღქმული შეგრძნებების, ხმაურის, სურნელებისა და შეხებისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა, სტიმულების ჭარბად შემცველი სიტუაციებისათვის თავის არიდება
- აპათია – ნებისმიერ ჩვეულ აქტივობაში ჩართვის ინიციატივის ან სურვილის დაკარგვა
- განცალკევების განცდა – საკუთარი თავისა და გარემოსაგან განცალკევების ბუნდოვანი განცდა, არარეალობის განცდა
- ალოგიკური აზროვნება – სიტუაციის გაგების ან მასზე ზემოქმედების პიროვნული ძალის უჩვეულო ან გაზვიადებული რწმენა, ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება ბავშვობის ასაკისათვის დამახასიათებელი ალოგიკური და „მაგიური“ აზროვნება
- აღგზნებადობა – სხვა ადამიანების შიში, უსაფუძვლო ეჭვიანობა მათი განზრახვების კეთილსინდისიერების შესახებ ან ძლიერი ღელვა
- უჩვეულო ქცევა – უცნაური, კონკრეტული პიროვნებისათვის უჩვეულო, ახირებული ქცევა
- ძილის ან მადის ცვლილებები – ძილის ან მადის მკვეთრი ცვლილება ან საკუთარ თავზე ზრუნვაზე უარის თქმა
- გუნება-განწყობის ცვლილებები – გუნება-განწყობის სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები
ხოლო ფსიქოთერაპევტის დახმარება გჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ:
- გაშფოთებთ თქვენი რომელიმე ემოცია, აზრი ან ქცევა
- გაშფოთებთ თქვენი რომელიმე ემოციის, აზრის ან ქცევის გავლენა ირგვლივმყოფებთან ურთიერთობაზე
- შემაწუხებელი და ხელისშემშლელი ემოციების, აზრების ან ქცევების გამოვლენა ხშირდება
- სცადეთ, ხელისშემშლელი ან მტანჯველი ემოციებისაგან, აზრებისა ან ქცევებისაგან თქვენი ძალისხმევით გათავისუფლება, თუმცა, თქვენი მცდელობა წარუმატებელია
- გიჭირთ ყოველდღიურ სტრესულ გარემოებებთან გამკლავება
- გიჭირთ სამსახურებრივ და სხვა სახის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაცია
- ხელისშემშლელი ემოციები, აზრები და ქცევები ვლინდება სულ მცირე, ორი კვირის მანძილზე
- სრულფასოვანი, საჭირო ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიღება
- სრულფასოვანი ძილი - ზრდასრულ ადამიანს დღე - ღამის მანძილზე, სულ მცირე, 7-8 საათიანი, უწყვეტი, მაცოცხლებელი ძილი სჭირდება. გარდა ამისა, ზრდასრულ ადამიანს ჩაძინება დასაძინებლად დაწოლიდან, დაახლოებით, 20 წუთის მანძილზე უნდა შეეძლოს
- შესატყვისი სამუშაოს მოცულობის უზრუნველყოფა - მართალია, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი ადამიანის ნებაზე ხშირად არის დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ შესასრულებელი ამოცანების თანმიმდევრობის განსაზღვრაზე. მართალია, ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა, ბოლო ვადების სტრესული მდგომარეობებისგან სწორედ დაგეგმვის უნარების გამოყენება გვიცავს
- აქტიური სხეული - ნებისმიერი რამ, რაც სხეულის მოძრაობას უწყობს ხელს, გვეხმარება თავის ტვინის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებაში. უკანასკნელი კვლევების თანახმად, კვირაში სხეულის აქტიურობისთვის გამოყოფილი 150 წუთიც კი გვეხმარება ფსიქიკური კეთილდღეობის განცდაში. თუ 150 წუთი ბევრი გეჩვენებათ, ყოველდღიურად, სულ რაღაც 20-21 წუთია საჭირო მსუბუქი, აერობიკული დატვირთვისთვის, მეტიც კი არა. ეს ის მინიმუმია, რის სანაცვლოდაც უფრო ძლიერ იმუნურ სისტემას და ფსიქიკური კეთილდღეობის გაძლიერებულ განცდას ვიღებთ
- სიამოვნებისა და კმაყოფილების აღმძვრელი საქმიანობების გაწონასწორება - ამ ორი განცდის აღმძვრელი საქმიანობების გაწონასწორება გვეხმარება, ერთი მხრივ, თვითშეფასებაში საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენების გაძლიერებაზე ვიზრუნოთ და, ამავდროულად, მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო თუ სასიამოვნო საქმიანობებისთვის დროის დათმობით, ჩვენს თავს დავუთმოთ დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ ფსიქიკური კეთილდღეობისთვის სასარგებლოდ ითვლება ისეთი სასიამოვნო საქმიანობები, რომლებიც არც ჩვენ გვაზიანებს და არც სხვას.
ესაუბრა მაკა ქაფიანიძე
ფოტო: აზროვნების აკადემია