თამაში ბავშვის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი აქტივობა. მშობლებს, როგორც ყოველთვის, აქაც განსაკუთრებული როლი გ
- ხმის ტონი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მომთხოვნი, მკაცრი და მონოტონური. პირიქით, უნდა იყოს თბილი, მშვიდი და მოსიყვარულე
- გაუღიმეთ ბავშვს მიუხედავად იმისა, ხედავს თუ არა ის თქვენს სახეს
- დასხედით იმდენად ახლოს, რომ შეძლოთ ბავშვთან შეხება, თუ რა თქმა უნდა, არ თამაშობთ ისეთ თამაშებს, როგორიცაა, მაგალითად, ბურთით თამაში, რომელიც მოითხოვს შორს ყოფნას
- ხშირად გამოიყენეთ მოფერებითი მეტსახელები და დადებითი გამონათქვამები, როგორებიცაა: მიყვარხარ, ძვირფასი ხარ, საყვარელი ხარ
- გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები
- ისაუბრეთ საგნების მახასიათებლებზე: ფერზე, ზომაზე, ფორმაზე (ინფორმაცია, რასაც ბავშვს მიაწვდით, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და განვითარების საფეხურზე)
- მყისიერად წაახალისეთ ბავშვი, როდესაც რაღაცას გააკეთებს - შეასრულებს თქვენ მიერ მიცემულ ინსტრუქციას თუ დაისწავლის ახალს. გამოხატეთ თქვენი სიხარული და აღფრთოვანება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხედავდეს, მისი წარმატება თქვენ ძალიან გაბედნიერებთ.