„ექიმებს გაუჩნდათ აზრი, რომ ეკვლიათ ისეთი პაციენტები, რომლებსაც სომატური ჩივილები ჰქონდათ. აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ნეგატიური ბავშვობის გამოცდილება. ძალიან პოპულარული კვლევებია ამ საკითხთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნეგატიური ბავშვობის გამოცდილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 %-ით უფრო ნაკლები აქვთ. რაც უფრო მეტი ნეგატიური გამოცდილება გაქვს, მით უფრო მოსალოდნელია, რომ შენი ჯანმრთელობის პრობლემები გამოჩნდეს მოგვიანებით. ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნეგატიური ბავშვობის გამოცდილება, მიდრეკილები არიან თავის თავს შეუქმნან რისკები. აქ ვსაუბრობთ სარისკო ქცევაზე, დაწყებული მანქანის სწრაფად ტარებიდან, კრიმინალურ დანაშაულში მონაწილეობით დასრულებული.“
ნინო გოგიჩაძემ აღნიშნა, რომ ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანის ტვინი სხვანაირია და მას სიამოვნების განსხვავებული განცდა აქვს:
„ტვინი სხვანაირია, ტვინისთვის სიამოვნების განცდა სხვა რამეს ნიშნავს. თვითონ ეს ადამიანები, როგორც წესი, ხდებიან მოძალადეები. ხშირია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სირთულეები. იქ, სადაც ოჯახში არის პრობლემური სიტუაცია, ხშირი ყვირილი, შეთანხმების ნაკლებობა, ბავშვებს ხშირად აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირი ავადობა სასუნთქი გზების, ბრონქული ასთმა და ა.შ.“
„თითქოს უხილავი ტრავმა, რომელმაც ისე ჩაიარა, რომ ვერც დავინახეთ, შეიძლება თვითონ ადამიანმაც ვერ დაინახოს. ჩვენი ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმი არის ის, რომ შეიძლება ჩაკეტოს და მოგონება დაივიწყოს. თუ ჩვენ რაღაც ამოვჭერით, დავხურეთ და შევინახეთ, გვეკარგება მთლიანობის განცდა. ტვინის ტრავმაა ფსიქოლოგიური ტრავმა და ტვინში ჩნდება ეს კოლტი. მას აღარ შეუძლია ისე მუშაობა, უარესდება სწავლის შესაძლებლობა, ადამიანებს უჭირთ სიტუაციაში ორიენტაცია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო გოგიჩაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ ფასდაკლებები დედებისთვის“)