- ბავშვისთვის მშობლები მთელი სამყაროა. თუ ის ხედავს მშობლებს შორის კონფლიქტს, პირველი ასოციაცია რაც უჩნდება, არის სამყაროს მიმართ უნდობლობა, რადგან აღარ არის უსაფრთხო. ამ ფაქტმა სხვადახვაგვარი გავლენა შეიძლება ჰპოვოს ბავშვის ფსიქიკაზე. ნებისმიერი მოვლენა მაშინ არის ფსიქიკისთვის ტრავმული, თუ მან სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მშობლების კონფლიქტის დროს კი სწორედ მხარდაჭერა აკლია ბავშვს, რადგან ორივე მშობელი თავის პროცესშია.
- რა განცდები ეუფლებათ პატარებს კონფლიქტის დროს?
- განცდა ბევრია:
- შიში, გაურკვევლობა;
- უსუსურობის შეგრძნება;
- ცუდის მოლოდინი, რომ კონფლიქტი განმეორდება;
- დაუცველობა და უიმედობა, რაც საგულისხმოა.
ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს რომელიმე მშობელს და იყოს „დაჩაგრულის მხსნელი“. სწორედ აქ ირთვება მისი დესტრუქციული როლური მოკუთვნებულობა მთელი თავისი ემოციური სპექტრით (მსხვერპლი, მხანელი, აგრესორი - კარპლანის სამკუთხედი).
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)