„აგრესია არის ბუნებრივი მახასიათებელი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ მას სჭირდება აგრესიულობა თავის დაცვის, საკვების მოპოვებისთვის. ადამიანობა გამოიხატება სწორედ ამ აგრესიის მართვაში და არა აგრესიის არქონაში. აგრესიული იმპულსი ორგანიზმს სჭირდება. აგრესიის გაკონტროლება და მართვა შესაძლებელია.“
ზურაბ მხეიძემ ოთხი ყურის პრინციპი განიხილა და აღნიშნა, რომ ადამიანის რეაქცია სხვისი ნათქვამის მოსმენისას იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ყურით უსმენს ის მოსაუბრეს:
„კომუნიკაციაში ოთხი ყურის პრინციპს განვიხილავთ ხოლმე. მოვიყვან მარტივ მაგალითს, თუ რაზე ვსაუბრობ. ეს პრინციპებია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს თქვენი ნათქვამი. ვთქვათ, მე გეუბნებით: „წყალი მომიტანე!“ საქმიანი ყური არის ის, რომ მომიტანთ წყალს. მეორე არის მიმართების ყური. თქვენ ზომავთ ჩემს დამოკიდებულებას თქვენდამი ჩემს ნათქვამში.ამ შემთხვევაში შეიძლება მიპასუხოთ: „წყალი მოგიტანოს ბაბუაშენმა.“ მესამე არის აპელაციის ყური. თქვენ ფიქრობთ, რომ მე მინდა რაღაც გაგაკეთებინოთ. ანგარებიანის შემთხვევაში, შეიძლება მითხრათ, რომ მაშინ შენ ეს გააკეთე.“
„იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მისმენთ, ოთხი სხვადასხვა რეაქცია გაქვთ ერთსა და იმავე ფრაზაზე. როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არც არაფერია გასაბრაზებელი. ამის მართვა შესაძლებელია. შეიძლება გითხრა:
წყარო: „შემდეგი გაჩერება“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)