ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილების მეგობრები კარგად შეისწავლონ და მათ ოჯახებსაც დაუახლოვდნენ:
„ბავშვს შეიძლება კარგი მეგობარიც გაუჩნდეს და ცუდიც გაუჩნდეს. ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში, სხვადასხვა ზნეობით იზრდებიან. როდესაც აღზრდილი ნაკლებად აღზრდილს უკავშირდება, შეიძლება, ყოველთვის კარგი გავლენა არ მოხდეს. შევისწავლოთ ჩვენი 13 წლის ქალიშვილის მეგობრები. მათ მშობლებს დავუკავშირდეთ. დაბადების დღეზე ჩვენი წრე შევქმნათ მშობლებმა. დავპატიჟოთ ჩვენი შვილები და გავიცნოთ ისინი. მე თქვენს შვილს დავაკვირდები, თქვენ ჩემსას დააკვირდით, შევეშველოთ ერთმანეთს.“
შალვა ამონაშვილის თქმით, სხვისი შვილი არ არსებობს და ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია:
„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო. შენ ეს ბავშვი მოგაბარეს, მაგრამ მეორე ბავშვი, რომელსაც სხვა დედა ჰყავს, სხვისი შვილი კი არ არის. თუ ის სწორად არ გაიზარდა, შეიძლება თქვენს შვილს რამე ავნოს, ან პირიქით. ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია. გაერთიანდით დედები და მამები. ეს კარგად იმოქმედებს თქვენი შვილების სამეგობრო წრეზე.“
„სწორია დედა, რომელიც შვილის მეგობრების გამო შფოთავს, მაგრამ ბავშვს კი არ უნდა ეჩხუბოთ ამის გამო. შვილს არ აუკრძალოთ მეგობრობა. დააკვირდით, კარგი თვისებებით მოდის თუ ცუდი თვისებებით მათგან ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.