ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეპილეფსიის ეს ფორმა მშობლისთვის რთულად შესამჩნევია,“- ბავშვთა ნევროლოგი გვანცა არველაძე აბსანს ეპილეფსიის შესახებ
ბავშვთა ნევროლოგმა გვანცა არველაძემ ეპილეფსიის საინტერესო ფორმის შესახებ ისაუბრა, რომლის შემჩნევა მშობლებს ხშირად უძნელდებათ:
„ეპილეფსიის ერთი ძალიან საინტერესო ფორმაა, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს არის აბსანს ეპილეფსია. ეს არის წამიერად, 5-10 წამის განმავლობაში ბავშვის გათიშვა. მშობელი აღწერს, რომ თითქოს მასთან არ არის ბავშვი, თითქოს მთვარეზეა. გარინდება, გაყინვა ხდება 5-10 წამის განმავლობაში, არის გაშეშება. ატიპიური აბსანსის შემთხვევაში, შესაძლოა ამას ახლდეს ქუთუთოების ხამხამი.“
„ეს აბსანსი ძალიან რთულად შესამჩნევია მშობლისთვის. შეიძლება ის დღეში 5-10 და მეტიც გვქონდეს. წამიერი გათიშვა არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ცნობიერებას კარგავს. ეს ფაქტობრივად გულყრაა. დასანახად ეს შეიძლება არ იყოს ისეთი საშიში, მაგრამ ის დღეში შეიძლება იყოს 20-50 და მეტი, თითოეული ეს გულყრა იწვევს ტვინის დაზიანებას და განვითარების შეფერხებას, განსაკუთრებით ბავშვის ჩამოყალიბების ასაკში. როდესაც ეს რაოდენობა იმატებს, ეს მშობლისთვის თვალსაჩინოა. მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს და ექიმთან ერთად უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა არველაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.