ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სჯობს, რომ მაგნიტური ქვიშა იყოს გაცრილი, ამინდი - მზიანი და უქარო,“ - ექიმ ნელი კაკულიას რჩევები მშობლებს
ექიმმა-კურორტოლოგმა ნელი კაკულიამ ზაფხულში ბავშვების დასვენების შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს მაგნიტური ქვიშის გამოყენების წესები გააცნო:
„ურეკს თავისი დანიშნულება აქვს. მაგნიტური ქვიშაა იქ. 30-40 მეტრის სიგანეზე არის ეს მაგნიტური ქვიშა. როგორც წესია, არ შეიძლება ბავშვის, არც ზრდასრულის თაკარა მზეზე გაყვანა. ბავშვი დილიდან 11 საათამდე უნდა გავიდეს მზეზე და საღამოს 6-ის შემდეგ. ურეკში ყველაფერს, არამარტო მაგნიტურ ქვიშას, მზეს, წყალს თავისი დანიშნულება აქვს. თუ სპეციალურად გვყავს ბავშვი წაყვანილი, სჯობს, რომ ქვიშა იყოს გაცრილი. მშობელი დილას დგება და ორმო კეთდება. მედალიონივით, ცოტა მოგრძო ორმო უნდა გაკეთდეს. უნდა იყოს მზიანი და უქარო ამინდი. ვაცდით, რომ ეს ქვიშა გათბეს და დაახლოებით, 10-11 საათისთვის შეიძლება, რომ ბავშვი ჩავსვათ ამ ორმოში.“
ნელი კაკულიას თქმით, ბავშვის კურორტზე წაყვანის უკუჩვენება არის ალერგია და მწავედ მიმდინარე დაავადებები:
„ალერგია არის ბავშვის კურორტზე წაყვანის უკუჩვენება. თუ წიწვოვან კურორტზე მიდის და ბავშვს აქვს ალერგია, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ბავშვს თანდაყოლილი რაიმე დაავადება აქვს, ასეთ შემთხვევაში მიზანმიმართულად უნდა მოხდეს მისი წაყვანა. თუ მწვავე ფორმაში აქვს ბავშვს დაავადება, ის საერთოდ არ მიდის არსად. დაბალი მთის კურორტზე კიდევ შეიძლება.“
„ძალიან ხალხმრავალ ადგილას მე მშობელს არ ვურჩევდი რეგულაციების გარეშეც ბავშვის წაყვანას. თუ ვინმეს აქვს ადგილობრივად აგარაკი, მრავალრიცხოვან ადგილას არ არის მიზანშეწონილი ბავშვის წაყვანა. ზღვას ყოველთვის თან მოჰყვება ხოლმე თავისი დაავადებები. ეს არის ენტეროვირუსი. ის წყლიდან კი არ მოდის, მოდის ქვიშიდან, რომელშიც ბავშვი თამაშობს. ქვიშა მაინც ბინძურდება. არის კოვიდის საშიშროება და ამას ემატება, თუ ბავშვი აცრილი არ არის, ქვიშის საშიშროებაც, ენტეროვირუსის საშიშროებაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნელი კაკულიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.